რეაბილიტირებული გზა ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს
რეაბილიტირებული გზა ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს
06 ოქტ, 2015 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში ახალი ხიბულა-ნარაზენის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 
სარეაბილიტაციო ობიექტზე, მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდნენ: ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 
აღნიშნული მონაკვეთი სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულას მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და ის უმოკლესი გზით აკავშირებს ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს. 
სარეაბილიტაციო გზა თითქმის სრულად იყო ამორტიზებული და გზით მოსარგებლეებს მასზე გადაადგილება წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა. 
გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და ამ დროისათვის, 5 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობის, წყალგამტარი მილებისა და ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. 
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მლნ. 246 ათასი ლარია.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: