საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
05 ოქტ, 2015 00:00:00
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს ორგანიზებით  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია-კონფერენცია გაიმართა.  ღონისძიება   მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. ახლად შემუშავებული დოკუმენტის მნიშვნელობის შეაფასეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, თბილისი მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.  კონფერენცია შემაჯამებელი სიტყვით დახურა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტმა  მუსტაფა ბენმაამარმა: „მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ქვეყანაში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ორჯერ მეტი ევროკავშირის ქვეყნების ზოგად მაჩვენებელზე. აღნიშნულის თავიდან აცილება შესაძლებელია. თუმცა, მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარისაგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ერთობლივი გეგმის განხორციელებით შევძლებთ საფრთხე ავარიდოთ საქართველოს მოსახლეობას.“ – განაცხადა მან.   
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის (EWHIP4) ფარგლებში,   2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო.  დოკუმენტი საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფმა (RSWG) შეიმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,  ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია), არასამთავრობო  ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. მათ დახმარებას უწევდა  საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ჯინ ბრისი.
გრძელვადიანი სტრატეგია საგზაო უსაფრთხოებას განსაზღვრავს, როგორც მუდმივ ეროვნულ პრიორიტეტს. დოკუმენტის ფარგლებში დასახულია საგზაო უსაფრთხოების ახალი სამომავლო მიმართულებები და ერთობლივი პასუხისმგებლობები უკეთესი შედეგების მისაღწევად. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე და ეფექტიანი მოდელის ეტაპობრივად დანერგვას და განხორციელებას.   
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია-კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. 
ახლად შემუშავებული დოკუმენტის მნიშვნელობა შეაფასეს: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. 
კონფერენცია შემაჯამებელი სიტყვით დახურა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტმა მუსტაფა ბენმაამარმა: „მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ქვეყანაში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ორჯერ მეტი ევროკავშირის ქვეყნების ზოგად მაჩვენებელზე. აღნიშნულის თავიდან აცილება შესაძლებელია. თუმცა, მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარისაგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ერთობლივი გეგმის განხორციელებით შევძლებთ საფრთხე ავარიდოთ საქართველოს მოსახლეობას", – განაცხადა მან.
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის (EWHIP4) ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტი საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფმა (RSWG) შეიმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყების (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. მათ დახმარებას უწევდა საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ჯინ ბრისი. 
გრძელვადიანი სტრატეგია საგზაო უსაფრთხოებას განსაზღვრავს, როგორც მუდმივ ეროვნულ პრიორიტეტს. დოკუმენტის ფარგლებში დასახულია საგზაო უსაფრთხოების ახალი სამომავლო მიმართულებები და ერთობლივი პასუხისმგებლობები უკეთესი შედეგების მისაღწევად. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე და ეფექტიანი მოდელის ეტაპობრივად დანერგვას და განხორციელებას.
წყარო: mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: