მსოფლიო ბანკის მისია ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
მსოფლიო ბანკის მისია ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
30 სექ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა რუისი–აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. 

მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ამ დროისთვის 2 მონაკვეთის, რუისი–აგარასა და აგარა–ზემო ოსიაურის მშენებლობა მიმდინარეობს. რუისი–აგარას 19–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულების სტადიაზეა. აღნიშნული მონაკვეთი ოქტომბრიდან  გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე ეტაპობრივად გადაერთვება. აგარა–ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე კი გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოებზე მნიშვნელოვანი პროგრესია და, ამასთანავე, ხარისხიანად მიმდინარეობს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრები და  საგზაო ობიექტების მონიტორინგი ერთი კვირა გაგრძელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: