საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფოტორეპორტაჟი
საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფოტორეპორტაჟი
28 სექ, 2015 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას პერიოდულად შესთავაზებს განახლებულ ფოტომასალას სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან. დეპარტამენტის ვებ–გვერდის „მულტიმედიის“ განყოფილების ფოტო გალერეაში შეიქმნა რუბრიკები „ფორტორეპორტაჟი სამშენებლო ობიექტებიდან“ საიდანაც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება გზების მშენებლობის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ყოველკვირეულად განახლებული ფოტომასალა.

ამჯერად, რუბრიკაში იხილავთ 28 სექტემბრის მონაცემებით განახლებული  ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ამსახველ ფოტოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 15.2 კმ-იან მონაკვეთზე გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინაბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე - გზის ნაწილზე - საფუძვლის მოწყობის, ხოლო ნაწილზე საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისათვის, საგზაო საფარი დაიგო გზის ერთი მიმართულების 10 კილომეტრზე. ასევე, გრძელდება ხელოვნური ნაგებობებისა და სადრენაჟე სისტემების მშენებლობის სამუშაოები.

სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და  მისი ღირებულება 71.1 მილიონ ლარსა და 22.1 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: