მცხეთა-სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს
მცხეთა-სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს
20 სექ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე რამდენიმე პროექტი დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები  გზის 2 მონაკვეთზე მიმდინარეობს. მდ. ბიდარაზე და სნო–ახალციხე–ჯუთას საავტომობილო გზის მე–8 კილომეტრზე   ახალი ხიდები შენდება, ერთ-ერთი მათგანის - 51  მეტრიანი ხიდის მშენებლობა გერმანული ტექნოლოგიის გამოყენებით ბურჯების გარეშე ხდება,  ამიტომ,  ის განსაკუთრებით ეფექტურია მთიან რეგიონში, რადგან მცირდება როგორც საყრდენი ბურჯების მშენებლობა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ხიდის მშენებლობის ვადაც. საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგია პირველად გამოიყენება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2015 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: