ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
11 სექ, 2015 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ხერგიანმა, ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. პროექტის მიხედვით, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა  2 წელია,  6 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე  დასრულდება, რის შემდეგაც მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაირთვება, სადაც ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს. აღნიშნული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება და სიჩქარე. 
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” ქუვეითურ კომპანიასთან “Copri Construction Enterprises W.L.L“ ერთად ახორციელებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოებზე ამ დროისთვის  400  ადამიანია დასაქმებული. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ხერგიანმა, ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. პროექტის მიხედვით, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა  2 წელია,  6 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე  დასრულდება, რის შემდეგაც მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაირთვება, სადაც ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს.
აღნიშნული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება და სიჩქარე. 
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” ქუვეითურ კომპანიასთან “Copri Construction Enterprises W.L.L“ ერთად ახორციელებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოებზე ამ დროისთვის 400  ადამიანია დასაქმებული. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: