განცხადება საჯარო განხილვის შესახებ
განცხადება საჯარო განხილვის შესახებ
08 სექ, 2015 00:00:00

2015 წლის 17 სექტემბერს 14:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ნონეშვილის ქ. №13)   გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრის მიზანია დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

საზოგადოების წარმომადგენლებს, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge და შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობა – ნონეშვილის ქ. №13;
  • საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შენობა - ქ. თბილისი; ყაზბეგის ქ. №12

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ ქვემოთ მითითებულ პირებს:

რევაზ ენუქიძე ტელ: 599 16 44 69; E-mail: r.enikidze@gmail.com

მაია ვაშაკიძე ტელ: 593 32 30 77; E-mail: maya_vashakidze@yahoo.co.uk

გია სოფაძე ტელ: 599 93 92 09 E-mail: gia.sopadze@georoad.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: