ნოდარ ჯავახიშვილმა რუისი–აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ნოდარ ჯავახიშვილმა რუისი–აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
07 სექ, 2015 00:00:00
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რუისი-აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ხერგიანი გაეცნენ.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე, დასასრულს უახლოვდება გზის ასფალტ-ბეტონითა და ცემენტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გზის საფარი უკვე დაიგო 17 კმ. - ოთხზოლიან და 2 კმ. - ორზოლიან საგზაო მონაკვეთებზე (გზის ორივე მიმართულებაზე ჯამში 34 კმ), მოეწყო ორდონიანი გადაკვეთები 5 გზაგამტარითა და 3 სახიდე გადასასვლელით. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობასაც.
რუისი–აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 19 კილომეტრია. პროექტი, რომლის ღირებულება 70 მილიონი ლარია, მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება. სამუშაოებზე ამ ეტაპზე, 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მაცხოვრებელია.
რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, მოხდება საგზაო ქსელის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება. ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოება.
რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რუისი-აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ხერგიანი გაეცნენ.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე, დასასრულს უახლოვდება გზის ასფალტ-ბეტონითა და ცემენტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გზის საფარი უკვე დაიგო 17 კმ. - ოთხზოლიან და 2 კმ. - ორზოლიან საგზაო მონაკვეთებზე (გზის ორივე მიმართულებაზე ჯამში 34 კმ), მოეწყო ორდონიანი გადაკვეთები 5 გზაგამტარითა და 3 სახიდე გადასასვლელით.
პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობასაც. რუისი–აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 19 კილომეტრია. პროექტი, რომლის ღირებულება 70 მილიონი ლარია, მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება. სამუშაოებზე ამ ეტაპზე, 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მაცხოვრებელია. რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, მოხდება საგზაო ქსელის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება. ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოება.
რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ინტერაქტიული რუკა