ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
27 აგვ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე (კმ18–კმ72) მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, გზის სავალი ნაწილის აღდგენა უკვე მოხერხდა, აღნიშნული გზა ასევე, ჩამოტანილი მიწა–კლდის შვავებისაგან გაწმენდილია.

კახეთის რეგიონში, 21 აგვისტოს, ღამის საათებში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რამოდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: