ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
22 აგვ, 2015 00:00:00

გუშინ, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე (კმ.79 კმ92) ჩამოტანილმა მიწა-კლდის შვავებმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მთელი ღამის მუშაობის შედეგად უზრუნველყო გზის აღდგენა.სტიკიის შედეგად, ზიანი მიადგა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზას და ამ დრომდე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გზის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახური აწარმოებენ. Aდგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ხორიელდება ყველა საჭირო სამუშაოები გზის უმოკლეს ვადაში აღსადგენად.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: