ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
21 აგვ, 2015 00:00:00

კახეთის რეგიონში გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რამოდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კონტრაქტორი კომპანია „თუშეთ ავტოგზის“ სპეციალური ტექნიკა.

სტიქიის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა ლაგოდეხი–ყვარლის მთავარ ავტომაგისტრალზეც. ამ დროისათის გზა გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: