დარიალის ხეობაში დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი 30 აგვსიტომდე გაგრძელდება
დარიალის ხეობაში დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი 30 აგვსიტომდე გაგრძელდება
17 აგვ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა)  მონაკვეთზე,  2015 წლის 18 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.

დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: