კახეთში „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
კახეთში „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
04 აგვ, 2015 00:00:00

თელავის თეატრში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების სოციალური კამპანიის – „არ დაარღვიო საგზაო წესები“  დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სპეციალურად დადგმულ მოლბერტებზე, საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე წარმოდგენილი იყო სასკოლო კონკურსის ფარგლებში შესრულებული ნახატები და ფოტოსურათები. კამპანიის ფარგლებში გამოვლინდნენ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. გამარჯვებულებს საჩუქრად iPod–ები გადაეცათ. სასაჩუქრე პაკეტებით დაჯილდოვდა კონკურსის ყველა მონაწილე.

სოციალურ კამპანიას – „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ მოსფლიო ბანკის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საავტომობილო გზების  დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს. კამპანია „არ დაარღვიო საგზაო წესები“ მიზნად ისახავს საზოგადოების სხავადასხვა ჯგუფების, მათ შორის განსაკუთრებულად  სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: