Noname
Noname
29 ივლ, 2015 12:25:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 30 ივლისის ღამის 01:00სთ–დან დილის 06:00სთ–მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,  სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი  გზის გავლით.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: