„საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ კამპანიის ფარგლებში საუკეთესო ნამუშევრისთვის ჟურნალისტებს პრიზები გადაეცათ
„საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ კამპანიის ფარგლებში საუკეთესო ნამუშევრისთვის ჟურნალისტებს პრიზები გადაეცათ
27 ივლ, 2015 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სოციალური კამპანიის „არ დაარღვიო საგზაო წესები“ ფარგლებში, თელავის მედია სახლში კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ ჟუნალისტები, რომლებმაც კახეთის რეგიონში მიმდინარე კამპანიიის „არ დაარღვიო საგზაო წესები“ აქტიურად გაშუქებაში მიიღეს მონაწილეობა. კონკურსის პირობების თანახმად, ჟიურის მიერ შეირჩა 3 გამარჯვებული: საუკეთესო სტატიის ავტორი, საუკეთესო რადიოსიუჟეტის ავტორი და საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორი.

კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს პრიზის სახით iPad mini გადაეცათ.

კახეთის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კამპანიას – „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ მოსფლიო ბანკის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ახორციელებს.

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების სხავადასხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: