Noname
Noname
25 ივლ, 2015 15:40:00

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე (სოფ. საღრაშენის მიმდებარედ) მეწყრული პროცესების  შედეგად,  გზის სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლი ჩაწყდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დროებითი შემოვლითი გზის გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გადაერთვება კოდა–მარნეულის, მარნეული–თეთრიწყაროს და ფარცხისი–თეთრიწყაროს საავტომობილო გზების გავლით.  

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: