საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
23 ივლ, 2015 19:54:00
საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის საფუძველზე,  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 29 ივნისიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება საღამოს 20:30 საათიდან, დილის 06:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ დევდორაკის კალთასთან განთავსებულ მეტეოსაგუშაგოზე ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების საფუძველზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 23 ივლისიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება საღამოს 20:30 საათიდან, დილის 05:30 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: