Noname
Noname
20 ივლ, 2015 22:54:00

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე (სოფ. საღრაშენის მიმდებარედ) მეწყრული პროცესების შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა  სამოძრაო ზოლი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება კოდა-მარნეულის, მარნეული-თეთრიწყაროს და ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: