წერეთელი–მირზოევკა–მუღანლო–ქესალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წერეთელი–მირზოევკა–მუღანლო–ქესალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
01 ივლ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთელი–მირზოევკა–მუღანლო–ქესალოს საავტომობილო გზის 12.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმიდინარეობს და მისი ღირებულება 4 770 700  ლარია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი–მირზოევკა–მუღანლო–ქესალოს სავტომობილო გზის კმ4–კმ16  მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მთლიანად აღდგება საგზაო საფარი, მოეწყობა ასფალტ–ბეტონის საგზაო სამოსი. განხორციელდება მიერთებების, მილების, კიუვეტების, გაჩერებების, ტროტუარების, საგზაო ნიშნებისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

აღნიშნული გზა წარმოადგენს ქალაქ მარნეულიდან უმოკლეს კავშირს წითელ ხიდამდე (აზერბაიჯანის საზღვარი), გამოიყენება როგორც სატრანზიტო, ასევე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის სოფლებს: წერეთელი, მირზოევკა, მუღანლო და ქესალო.

სამუშაოები 2015 წლის თებერვალში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.

 

ბმული 1 >>>>

ბმული 2 >>>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: