აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვის მიზნით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა მოეწყო
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვის მიზნით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა მოეწყო
25 ივნ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის დაფინანსების შესახებ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთისა და არგვეთას მონაკვეთების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისა და ღირებულების შესაბამისობის ანალიზის შედეგების განხილვა გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო სექტორში მოქმედ დონორთა კოორდინაციის ხელშეწყობა, ამჟამად არსებული მდგომარეობისა და მოსაზრებების გაზიარება, ასევე შესაბამისი საკითხებისა და სტრატეგიების განხილვა.   

აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ხდება მთლიანი საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტის გადაზიდვა. აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ერთის მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, ხოლო მეორეს მხრივ - თურქეთსა და ევროპას შორის. საქართველოს მთავრობისთვის  ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება და მისი საერთაშორისო საავტომობილო გზების სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და სურს, რომ  პროექტი 2020 წელს დაასრულოს.     
დღევანდელ  შეხვედრაში მონაწილეობა მთავრობის ოფიციალურმა პირებმა  და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: