ანონსი
ანონსი
24 ივნ, 2015 00:00:00

25 ივნისს, 09:30 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“, დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილება რიკოთი–არგვეთას მონაკვეთის დაფინანსების საკითხი. შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ტენდერით შერჩეული საკონსულტაციო კომპანია „პინგვა“ რიკოთი–არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების პროექტს წარადგენს.

ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და დონორთა მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

მისამართი: . თბილისი; თავისუფლების მოედანი N4

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: