ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა მაღალი გამავლობის ავტოტრასნპორტისთვის თავისუფალია
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა მაღალი გამავლობის ავტოტრასნპორტისთვის თავისუფალია
20 ივნ, 2015 00:00:00

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე რთული, მაღალმთიანი რელიეფის გამო, ხშირად ხდება გზის სავალ ნაწილზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლა და ქვათაცვენა. რის შესახებაც, ინფორმირებულია დეპარტამენტი და აღინიშული გზის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კომპანია - შპს „თუშეთ გზა“ გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18 - კმ72 მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას.

აღნიშნული მონაკევთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტარქტორი კომპანია შპს „თუშეთ გზა“ საავტომობილო გზაზე მუდმივად აწარმოებენ მოვლა-შენახვის სამუშაოებს გზაზე არსებული ყველა პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად, რათა შენარჩუნებულ იქნას ავტოტრანსპორტის განვლადობა.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: