საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სოფელ ახალდაბასთან კომუნიკაცია აღდგენილია
სოფელ ახალდაბასთან კომუნიკაცია აღდგენილია
17 ივნ, 2015 00:00:00
​წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია. გზის გახსნას და პირველი ავტომობილის გატარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი პირადად დაესწრო.  ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მე-5 მონაკვეთის აღსადგენად (რომელიც უშუალოდ სოფელშია) და იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, დღის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთიც აღდგება. 

წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთი 13-14 ივნისს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაიხერგა და სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, დამონტაჟდა 3  სანიაღვრე მილი, რომელზეც მოეწყო საავტომობილო გზა.   ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: