საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
14 ივნ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია. (თბილისი–სენაკი–ლესელიძე, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი, ფონიჭალა–მარნეული–გუგუთი, თბილისი–წითელი ხიდი, მარნეული–სადახლო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსი, ხაშური–ვალე–ახალციხე, ახალციხე–ნინოწმინდა–სომხეთის საზღვარი, სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთი, სენაკი–ფოთი–სარფი, თბილისის შემოსავლელი გზა).

მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო  გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა  მობილიზებული იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება უმოკლეს დროში მომხდარიყო.

დღეს ღამით მომხდარმა სტიქიამ დედაქალაქი და წყნეთი–ბეთანიის დამაკავშირებელი გზა დააზიანა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: