რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
14 ივნ, 2015 00:00:00
13-14 ივნისის ღამეს, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე  დაახლოებით 500 000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის  ადგილზე  დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონული განვითარებისა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ჩაერთვნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა, ასევე, დააზიანა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლისი, კოდორეთი, ნაფეტვრები, ბევრეთი, წყალდიდი და  ბეთანიის მოსაზღვრედ მდებარე თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის რიგი სოფლები. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები და სახნავ-სათესი მიწები.
 ამ ეტაპზე, მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და უწყებების შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე იმყოფებიან  და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ სტიქიის სალიკვიდიაციო სამუშაოებს.
13-14 ივნისის ღამეს, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე  დაახლოებით 500 000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის  ადგილზე  დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონული განვითარებისა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ჩაერთვნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა, ასევე, დააზიანა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლისი, კოდორეთი, ნაფეტვრები, ბევრეთი, წყალდიდი და  ბეთანიის მოსაზღვრედ მდებარე თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის რიგი სოფლები. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები და სახნავ-სათესი მიწები. ამ ეტაპზე, მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და უწყებების შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე იმყოფებიან  და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ სტიქიის სალიკვიდიაციო სამუშაოებს.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: