საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
20 ივნ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შპს „თელასი“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით,  ელექტროსისტემის განახლების სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, გენერატორის ჩართვა არ არის მიზანშეწონილი, რის გამოც მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელი ხაზი და ინტერნეტი ვერ იფუნქციონირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და ამასთანავე გაცნობებთ, რომ საავტომობილო გზებზე არსებული მოძრაობის რეჟიმებთან დაკავშირებით ინფორმაციას დეპარტამენტის ვებ-გვერდისა (www.georad.ge) და ფეისბუქ გვერდის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: