საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
05 ივნ, 2015 14:04:00

საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროებაა, რის გამოც 2015 წლის 6 ივნისიდან აღნიშნულ  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება 19:00 საათიდან 07:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: