რუისი–აგარას მონაკვეთზე 3 კილომეტრიან ახალ გაზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო
რუისი–აგარას მონაკვეთზე 3 კილომეტრიან ახალ გაზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო
02 ივნ, 2015 00:00:00

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მშენებარე მონაკვეთის 3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.

რუისი–აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე საერთო ჯამში 19 კილომეტრია. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს და დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე ამ ეტაპზე, 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობაა.

პროექტი ითვალისწინებს, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობას, სადაც  5 გზაგამტარი და 3 სახიდე გადასასვლელი აშენდება.

რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება მონაკვეთზე საგზაო ქსელი, მოხდება მისი მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება, ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა  წლის ბოლომდე დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: