ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა
ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა
27 მაი, 2015 00:00:00

 

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ბუნებრივ და სოციალურ  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. 
განხილვა ეხებოდა E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის (126კმ- 143კმ) მოდერნიზების სამუშაოების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტს.
შეხვედრის მიზანია იყო ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის გზის კმ126- კმ143კმ მონაკვეთზე  დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება. 25 მაისს,  აღნიშნული ანგარიშის განხილვა ასევე, გაიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზანია მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ბუნებრივ და სოციალური გარემოზე ზემოქმედებისა და რისკების განსაზღვრა; ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების გატარება და აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის გეგმის მომზადება.

ზემო ოსიაურსა და ჩუმათელეთს შორის მაგისტრალის გაუმჯობესების დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს, ხაშურის გვერდის ავლით ოთხზოლიანი 13.8 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას, 11 ხიდით და 3 გვირაბით.

E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის (126კმ- 143კმ) მოდერნიზების სამუშაოების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტი კომპანია „კოვი კონსალტინგმა და გამა კონსალტინგმა“ მომზადეს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას გაეცნონ მისამართებზე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდზე: www.georoad.ge, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (ანგარიშის ნაბეჭდი ვერსია); თბილისში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შენობაში (ანგარიშის ნაბეჭდი ვერსია).
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: