საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რუისის მონაკვეთზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რუისის მონაკვეთზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
22 მაი, 2015 00:00:00

დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მონაკვეთის მიმდებარედ, დაგეგმილია ადგილობრივი მიმოსვლის საავტომობილო გზების მოწყობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას და მოსახლეობას შეხვდნენ. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება და პროცედურების შესაბამისად შესრულდება სამუშაოები. პროექტის საბოლოო დასრულებამდე, მოსახლეობისთვის მოეწყობა ჩქაროსნული მაგისტრალიდან გადასასვლელი დროებითი მიერთების გზები, რაც ადგილობრივებს მისცემს საშუალებას შეუფერხებლად გადაადგილდნენ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: