მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ
მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ
21 მაი, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, რუისი–აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. 

მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ამ დროისთვის 2 მონაკვეთის, რუისი–აგარასა და აგარა–ზემო ოსიაურის მშენებლობა მიმდინარეობს. რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა წელს დასრულდება. აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთზე კი 6 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: