შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
18 მაი, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პირველი მოადგილე, ნუგზარ გასვიანი იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA) წარმომადგენელს, ტეტსუია იამადას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი და ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის მშენებლობის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისია საქართველოში, მის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს და ქართულ მხარესთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე საერთო ჯამში 56,5 კილომეტრია. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: