საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ეკა სეფაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკა სეფაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
15 მაი, 2015 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელ მუსტაფა ბენმამაარსა და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების  პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. აღნიშნული აქტივობები აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში ხორციელდება და საკომუნიკაციო და საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიების, ასევე საგზაო სექტორის დაფინანსების სტრატეგიის მომზადება-განხორციელებას მოიცავს. საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული კონსულტანტის მიერ იქნა მომზადებული. მასში აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ის იმ ნაკისრ ვალდებულებებში შედის, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელ მუსტაფა ბენმამაარსა და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების  პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. აღნიშნული აქტივობები აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში ხორციელდება და საკომუნიკაციო და საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიების, ასევე საგზაო სექტორის დაფინანსების სტრატეგიის მომზადება-განხორციელებას მოიცავს. საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული კონსულტანტის მიერ იქნა მომზადებული. მასში აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ის იმ ნაკისრ ვალდებულებებში შედის, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: