მსოფლიო ბანკის მისიამ სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა
მსოფლიო ბანკის მისიამ სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა
14 მაი, 2015 00:00:00
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელი მუსტაფა ბენმამაარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ნუგზარ გასვიანს შეხვდა.

შეხვედრაზე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ასევე ადგილობრივი და შიდა სახელმწიფოებრივი გზების მშენებლობის საკითხებს. ნოდარ ჯავახიშვილმა ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ინსტიტუციონალური რეფორმების მხარდაჭერისთვისაც.

ბანკის მისიამ დადებითად შეაფასა სამინისტროს ჩართულობა, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებთან მიმართებაში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს.  

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: