ჩაქვის გვირაბთან გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩაქვის გვირაბთან გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს
08 მაი, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ ჩაქვის გვირაბთან მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. მანვე აჭარაში რეგიონულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაც გამართა, სადაც რეგიონში მიმდინარე ყველა პროექტზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო.

ჩაქვის გვირაბთან, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაფართოების სამუშაოები და გვირაბში ასფალტ–ბეტონის დაგება. აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე მოეწყო 700 მეტრიანი გაბიონის კედელი. სამუშაოებს ჩინური კომპანია "სინოჰიდრო" ასრულებს. სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: