რუისი–აგარას 19 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა წლის ბოლომდე გაიხსნება
რუისი–აგარას 19 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა წლის ბოლომდე გაიხსნება
30 აპრ, 2015 00:00:00

რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში  8 კილომეტრზე  სამუშაოები დასრულდება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი–აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

სამშენებლო სამუშაოებზე ამ ეტაპზე 350 ადამიანზე მეტია დასაქმებული, საიდანაც უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი ორზოლიან მაგისტრალზე 11 კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მოძრაობა გადართულია, სრულად პროექტის ჩაბარება წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ღირებულება 71 მილიონ ლარამდეა, დონორი კი მსოფლიო ბანკია.

ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა ამ ეტაპზე 7 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: