Noname
Noname
26 აპრ, 2015 18:39:00
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 148–ე კმ–ზე ავტოავარიის შედეგად ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნული გზის კმ136-კმ157 (ჩუმათელეთი–ხუნევი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართვება გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა