ჩაქვი-მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
ჩაქვი-მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
25 აპრ, 2015 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 25 აპრილის დილის 15:40 სთ–დან 29 აპრილის საღამოს 20:00 სთ–მდე მარჯვენა გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრი მიმართულებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: