ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს
ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს
06 აპრ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის კმ16-კმ22 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამ დროისათვის, ასფალტ–ბეტონნის საფარისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება: გზის საფუძვლის, ორფენიანი ასფალ– ბეტონის საფარის, მილების, კიუვეტების, ეზოში შესასვლელების, მიერთებების ავტობუსის გაჩერებების, ახალი საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასვე რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. ფერეთაზე არსებულ ხიდს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გაივლის სოფლებს:ზეინდარი, გორა, ქვედაგორა, ამაღლება და სხვა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 80–იანი წლების  შემდგომ არ მომხდარა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ღირებულება 2 536 200  ლარია. სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს.

სამუშაოებზე    60  ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: