თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
28 მარ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ175-კმ176; კმ188-კმ189 მონაკვეთების პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაობი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ მოინახულა.

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე  გზის საფარის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა კი დასრულების ეტაპზეა.

პროექტი ითავისწინებს გზის საფარის, არსებული მილების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და ავტოპავილიონის შეკეთებას. ასევე, გაბიონის კედლის, გვერდულების, მიერთებებისა, ეზოში შესასვლელების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო შემოფარგვლის მოწყობის სამუშაოებს.  განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  1 785 000.00 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მონაკვეთი იმერეთის რეგიონში,  სოფელ  შროშასა და შორაპანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

სამუშაოებზე 250  ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: