ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები ხორციელდება
ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები ხორციელდება
27 მარ, 2015 00:00:00

იმერეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე, ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს, მდ. ყვირილაზე არსებულ ხიდზე სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარის შეკეთებას, მოაჯირების შეღებვასა და დაზიანებული ლითონის შემოღობვის აღდგენას. ასევე, ბეტონის კიუვეტების შეკეთების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობის, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და ავტოპავილიონის შეკეთების, მილების მოწყობა–შეკეთების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.

აღნიშნული მონაკვეთი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ პირველი სვირის ტერიტორიაზე მდებარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სახელშეკრულებო ღირებულება 1 652 000.00 ლარია.  სამუშაოებს შპს ,,არნაბი 21” ასრულებს.

სამუშაოებზე  50  ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: