ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით ხორციელდება
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით ხორციელდება
25 მარ, 2015 00:00:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე  ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სამუშაოებს  გაეცნო.

დეხვას 480 მეტრიან და 470 მეტრიან ხიდებზე ამ დროისათვის, მონოლითური რკინა–ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება მდინარე ჩაქვისწყალზე მშენებარე ხიდს, რომლის სიგრძე 920 მეტრია, ამ ეტაპზე მოძრავი ყალიბის სამონტაჟო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. აღნიშნული მეთოდით ხიდის მონოლითური რკინა–ბეტონის მალის მოწყობა საქართველოში პირველად ხორციელდება.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე–2 ლოტზე ასევე მიმდინარეობს 2 გვირაბის მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა მიწის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების სამშენებლო სამუშაოები.

პროექტის შესაბამისად, 18.9 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: