ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
19 მარ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს: სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის სავალ ნაწილზე საფუძვლის რეციკლირებასა და ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის, ასევე  კიუვეტების, გაბიონების, საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. 

ობიექტზე ამჟამად ფერდობის დამუშავება, მიწის სამუშაოების, მიერთებების და წყალგამტარი მილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნული მონაკვეთი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, იწყება სოფელ ახალქალაქის ტერიტორიაზე და მთავრდება სოფელ მთიულთუბანში. ეს გზა წარმოადგენს სოფლების: ახალქალაქი, ახალციხე, ნოსტე, მთიულთუბანი კავშირს საქართველოს საავტომობილო საგზაო ქსელთან, გარდა ამისა გამოყენებულია სასოფლო სამეურნეო დანიშნულებითაც.

სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: