ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
18 მარ, 2015 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 19 მარტს, ღამის 01:00  საათიდან დილის 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოვლითი გზით.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: