აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
15 მარ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვივითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ობიექტზე, ამ დროისთვის  2.5 კმ-ზე უკვე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მიმდინარეობს გაბიონების, წყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და ქვიშა-ხრეშოვანი საფუძვლის მოწყობა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი მთლიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, საყრდენი კედლების, გვერდულების, წყალგამტარი მილების, ავტობუსის გაჩერებების და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული გზა ერთმანეთთან  5-ზე მეტ სოფელს დააკავშირებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონ 194 ათას ლარს შეადგენს და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მიმდინარე  წლის ბოლომდე დასრულდება. ობიექტზე 90 ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: