წყალტუბო–ფარცხანაყანევის გზის რეაბილიტაცია
წყალტუბო–ფარცხანაყანევის გზის რეაბილიტაცია
12 მარ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმერეთში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო–ფარცხანაყანევის საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გაეცნენ.

ამ ეპატზე, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აღდგება გზის საფარი. ასევე დაგეგმილია არსებული არხების გაწმენდა, კიუვეტების, გაბიონების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, ტროტუარების, ავტობუსის გაჩერებების, ავტოპავილიონებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

აღნიშნული მონაკვეთი გზის გასწვრივ მდებარე 2 სოფელს -თერნალსა და მაღლაკს წყალტუბოს გარდა, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან და რეგიონებთან დააკავშირებს. სამუშაოებზე 80–მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  3 მილიონ 225 ათას ლარს შეადგენს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: