საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისი–გეგუთი–საყულია–ბაში–იანეთის საავტომობილო გზის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისი–გეგუთი–საყულია–ბაში–იანეთის საავტომობილო გზის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს
10 მარ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიერთებების, ეზოში შესასვლელების, ავტობუსების გაჩერებების, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეებისათვის გადაადგილება გაცილებით მარტივი და კომფორტული გახდება. პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს დაიწყო და 2015 წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 955.000 ლარით ფინანსდება. ადგილზე 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: