ქობულეთის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა
ქობულეთის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა
08 მარ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე ადგილზე გაეცნო.

ამჟამად 300 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა, მიწის ექსკავაციისა დროებითი თაღის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე სრულდება მიწის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების სამშენებლო სამუშაოები. ქობულეთის შემოვლით გზაზე 18.9კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობაა დაგეგმილი.  

 აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს. აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გაადვილდება, როგორც ადგილობრივი მოქალაქეების, ისე სატრანზიტო გადაადგილება.
სამუშაოებზე 350-მდე ადამიანია დასაქმებული, პროექტს კი აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს 

 

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: