გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
05 მარ, 2015 00:00:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

ამავე გზის კმ134-კნ135 მონაკვეთში  (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო  პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

გზის დანაჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის  შესაბამისი სამსახურების სპეციალური  ტექნიკა.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: