საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სოციალური კამპანიის – „საგზაო უსაფრთხოება“ პრეზენტაცია გამართა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სოციალური კამპანიის – „საგზაო უსაფრთხოება“ პრეზენტაცია გამართა
26 თებ, 2015 00:00:00

დღეს, თელავში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 6 თვიანი კამპანიის „საგზაო უსაფრთხოება“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ და ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" წარმოადგინეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიას 26 თებერვლიდან იწყებს, რომელიც 6 თვე  გაგრძელდება. კამპანიის პერიოდში განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები. მისი მიზანია უფრო მეტად უსაფრთხო გახდეს კახეთის რეაბილიტირებული საავტომობილო გზები, შემცირდეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირთა კულტურა. საგანმანათლებლო პროექტი ხელს შეუწყობს მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვასა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაში.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოზარდთა განათლებას, გაიმართება ტრენინგები საგზაო უსაფრთხოების იმ ძირითად რისკ–ფაქტორებზე, როგორიცაა: ქვეითთა უსაფრთხოება, უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა,  ავტომობილის მაღალი სიჩქარით მართვა, მანქანის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობა, ფეხით მოსიარულეთა დაბალი განათლება, მანქანის მართვა ნასვამ ან გადაღლილ მდგომარეობაში და სხვა.

კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: